“ვაშაძე იბრძვის არა საპრეზიდენტო სკამისთვის, არამედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის”_აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში 800 000 მხარდამჭერი ჰყავს, ხოლო მეორე მხარეს გაცილებით ბევრი ადამიანია და მათ მეორე ტურში არჩევანი წარსულის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთონ. “უნდა ავირჩიოთ წარსული ან მომავლის პერსპექტივა. წარსულში დაბრუნება არავისთვის არ არის სასარგებლო”_განაცხადა წულუკიანმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved