ბრაზილიის პრეზიდენტი, ბოლსონარო იერუსალიმში საელჩოს გახსნას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თუ ბოლსონარო დანაპირებს გაახორციელებს, ბრაზილია მესამე ქვეყანა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების და გვატემალას შემდეგ, რომელიც იერუსალიმში საელჩოს გახსნის.
ბრაზილიელების ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ იერუსალიმში საელჩოს გახსნა ქვეყანას მუსულმანურ ერებთან ურთიერთობას დაძაბავს.
ცნობისთვის, იერუსალიმი პალესტინასა და ისრაელს შორის დავის საგანია.