ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილას, ავსტრალიაში, ქვინსლენდში მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად ცურავდა, როდესაც ზვიგენი თავს დაესხა.
თავდასხმის შემდეგ მამაკაცი წყლიდან ფეხისა და მკლავის არეში სხეულის დაზიანებებით ამოიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში გარდაიცვალა.