ამ წუთებში, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მუნიციპალიტეტების მერები და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები იკრიბებიან. როგორც ცნობილია ისინი ბიძინა ივანიშვილს უნდა შეხვდნენ. შეხვედრაზე უკვე მივიდა პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ჭანუყვაძე.
როგორც ჭანუყვაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, პარტიის ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.
ჭანუყვაძე ამბობს, რომ მეორე ტურს აუცილებლად მოიგებენ:
_ რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ და არა მარტო ოზურგეთში, მთელს საქართველოში, _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.