3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ქალაქ ონთან. აღნიშნულ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან მდებარე სოფელ მართგაჯინაში დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამავე ადგილას მიწისძვრა გუშინ, 6 ნოემბერსაც მოხდა და მისმა სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.