ძაღლებს განსაკუთრებულად ძლიერი ყნოსვა აქვთ. ძაღლს უპრობლემოდ შეუძლია ოც ოლიმპიური ზომის საცურაო აუზში გახსნილი ერთი კუბური სანტიმეტრი სისხლი აღმოაჩინოს.
ქვემოთ მოცემულია დაავადებათა ის ნაწილი, რომელთა აღმოჩენაც ძაღლებს შეუძლიათ.
მალარია
წინა კვირას გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს წინდების დასუნვით შეუძლიათ დაადგინონ, აქვს თუ არა ადამიანს მალარია. რამდენიმეთვიანი წვრთნის შემდეგ ლაბრადორებმა დაავადების აღმოჩენა მაშინაც შეძლეს, როდესაც ადამიანს სიმტპომები ჯერ არ აღენიშნებოდა.
პროსტატის კიბო
2015 წელს იტალიელმა მეცნიერებმა განაცხადებს, რომ მათ ორი გერმანული ნაგაზის გაწვრთნა შეძლეს, რომლებსაც შარდის ნიმუშებზე დასუნვით პროსტატის კიბოს აღმოჩენა შეეძლოთ. ძაღლების შედეგები შემთხვევების 90 პროცენტში სწორი იყო. ამჟამად პროსტატის კიბოს დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზით ვერ ხდება, რადგან ის საკმარისად ზუსტი არ არის. კიბოს პროსტატის დიაგნოზის ზუსტი დასმა მხოლოდ ბიოფსიით არის შესაძლებელი. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რომელიც სწავლობს თუ რამდენად შესაძლებელია ძაღლების გამოყენება პროსტატის კიბოს სკრინინგში.
დიაბეტი
დიაბეტის მქონე ადამიანები ძაღლებს მათ სისხლში შაქრის დონის განსასაზღვრად უკვე იყენებენ. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ძაღლებს წვრთნიან, რათა მათ პატრონის ოფლის სუნით მათ სისხლში გლუკოზის მატება ან კლება დააფიქსირონ. ძაღლები სისხლში შაქრის დონის ცვლილებას გლუკოზის მონიტორებზე უფრო სწრაფად აფიქსირებენ.
პარკინსონის დაავადება
მანჩესტერის უნივერსიტეტში მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა მოლეკულებია ასოცირებული პარკინსონის დაავადებასთან, რათა ძაღლებს მათი ამოცნობა ასწავლონ. მეცნიერებმა ძაღლების გაწრთვნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ შოტლანდიელ ქალბატონს ადამიანებში პარკინსონის ამოცნობა სუნის საშუალებით შეეძლო.
ძუძუს კიბო
ბაკინგემშირში მეცნიერები ცდილობენ, რომ ძაღლები ძუძუს კიბოს ამოსაცნობად გაწრთვნან. წარმატების შემთხვევაში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფრო ხელმისაწვდომი და ხშირი გახდება. ამჟამად ძუძუს კიბოს სკრინინგი, პროცესის დროს გამოყენებული რადიაციის გამო, 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ უტარდებათ.