გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არასამთავრობოების მიერ ვალების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეფასებასთან დაკავშირებით.
„გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი. სანამ არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში.
ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები რაიმე კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ალბათ“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.