კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ინტერპოლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ euronews-ის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პეშკოვმა განაცხადა.
მაუწყებლის ცნობით, ინტერპოლმა ახალი პრეზიდენტი 21 ნოემბერს უნდა აირჩიოს, 4 სენატორი კი ტრამპის ადმინისტრაციას ერთობლივი განცხადებით მოუწოდებს, რომ რუსი კანდიდატის, ალექსანდერ პროკოპუჩკის გაპრეზიდენტებას შეეწინააღმდეგონ.