თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი რუსეთს და უკრაინას პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ერდოღანის განცხადებით, ანკარას სურს, რომ შავი ზღვა „მშვიდობის ზღვა“ იყოს.
ცნობისთვის, ორშაბათს რუსეთმა უკრაინის 3 ხომალდი შეიპყრო, რის საპასუხოდაც, უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.