რას ფიქრობს ამომრჩეველი და როგორი განწყობით მივიდა ამ დილით არჩევნებზე? _ „გურია ნიუსთან“ პირველივე შემხვედრი, პროფესიით ჟურნალისტი, ოზურგეთელი ნინო მდინარაძე აკეთებს:
_ სოფელში ვიყავი და ამ დილით ხმის მისაცემად ჩამოვედი. ვჩქარობდი კიდეც. ხმა მივეცი სიკეთეს და განვითარებას. ბევრი ადამიანი ვიცი, რომ თბილისიდან მოდის, ვინც აქ არის ჩაწერილი და პირიქით, მიდის თბილისში, ვინც იქეთ არის ჩაწერილი, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს ფაქტი მახარებს. რაღაც სხვაგვარი გამოფხიზლებაა და ვნახოთ, ჩვენი ხალხი, ალბათ, გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, _ გვითხრა ქალბატონმა ნინომ.