მკვლელობა მოხდა ქობულეთში. სოფელ ჩაისუბანში შუახნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც საარჩევნო უბნიდან გამოვიდა. თუმცა, აღნიშნულს შსს-ში არ ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.