საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოზურგეთში დღის 15:00 საათისთვის ორი საჩივარია დაწერილია. ორივე მათგანი #57 საარჩევნო უბანზე (ანასეული) დაიწერა და პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის თქმით, ორივე დარღვევა დროულად აღმოიფხვრა. საჩივრები “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ იქნა დაწერილი.