ცოტა ხნის წინ ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა 600 მოხალისეზე. მათ ანახებდნენ ფოტოებს(ექსპერიმენტში ორივე სქესი მონაწილეობდა და როგორც თავისავე, აგრეთვე საპირისპირო სქესის ფოტოებს ანახებდნენ). თან აძლევდნენ ინფორმაციას, თუ რამდენად მსმელი ან არამსმელი იყო კონკრეტული პირი.
კატეგორიები შემდეგნაირი იყო:”უყვარს დალევა”, “სვამს ხანდახან”, “საერთოდ არ სვამს” და “ალკოჰოლიზმისგან მკურნალობს”.
ყველაზე მეტი ქულა დააგროვა კატეგორიამ “სვამს ხანდახან”(3.7 ბალი). შემდეგი (3.4 ბალი) დააგროვეს იმათ, ვისაც უყვარს დალევა, მხოლოდ რიგით მესამე აღმოჩნდა არამსმელთა კატეგორია(3.3 ბალი), ხოლო უკანასკნელი ადგილი ალკოჰოლიკებმა დაიკავეს.
მაშ ასე დასკვნა ცალსახაა: ზომიერად მსმელი ადამიანები უფრო უყვართ ვიდრე არამსმელები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოებაშიც არამსმელებს ყოველთვის ეჭვისთვალით უყურებენ. მხიარულ სუფრაზე უმეტესად ამრეზით უყურებენ იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ სვამს, თუ რა თქმა უნდა საპატიო მიზეზი არ აქვს: ავადმყოფობა ან საჭესთან ჯდომა.