ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში პოეტი პაატა შამუგია იმყოფებოდა.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე რა აზრისაა ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის კახეთში, ქალაქ თელავში გამართვაზე, შამუგია გვპასუხობს, რომ ჯობდა, თბილისში ჩატარებულიყო.
“მგონია, ინაუგურაცია უნდა ტარდებოდეს დედაქალაქში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არის მთელი ქვეყნის “საკუთრება“ და ჯობდა, თბილისში ჩატარებულიყო. თუმცა, ეს მაინც ბიუკრატიული დეტალია, რაც შეიძლება გადაანაცვლო, გადმოანაცვლო, დიდი პრობლემა არ არის“, _ გვითხრა პაატა შამუგიამ.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, როგორ ფიქრობს, რამდენად გაართმევს თავს სახელმწიფოს მართვას ქალი პრეზიდენტი, რაზეც პაატა შამუგიამ გვიპასუხა:
“რაც შეეხება ქალ პრეზიდენტს, ვისურვებდი, ის იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ქალი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გაუჭირდება ეს, იმ დამოუკიდებლობის სიმცირის პირობებში, რაც აქვს მას და ეს არის დიდი დანაკლისი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მეთაურს. მინდა ისინი იყვნენ კარგები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ქვეყნის მეთაურები არ არიან კარგები“.