პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულიამ პრესკონფერენციაზე ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა.
წულაიას განცხადებით, ბიუჯეტში არაფერი წერია ქალაქის განვითარებაზე და მოსახლეობის პრობლემებზე მორგებული არ არის.
„ეს არის მოსახლეობის გაღარიბების ბიუჯეტის პროექტი. ეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ქალაქზე და მათ არ ადარდებთ, ქუთაისის განვითარება. მოვუწდებ საკრებულოში მყოფ ადამაინებს, მხარი არ დაუჭირონ ამ ბიუჯეტს“,_ განაცხადა წულაიამ.
წულაიამ მერიას ავტომობილების და თვითმმართველობის შენობის გაყიდვისკენ მოუწოდა.