თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მან საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით იაშვილის ახლობელმა, სანთებელა ისროლა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს მოხვდა.
მანდატურები მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობენ.