ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის “კოცნა“ ყველაზე რომანტიკულ სურათად აღიარეს. მიმდინარე წელს სწორედ ამ ნამუშევრს ჰყავდა ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ამერიკულ სახელოვნებო ვებ-გვერდზე.
გუსტავ კლიმტის შემდეგ, დათვალიერების სიხშირით, მეორე ადგილზე გავიდა რენუარის “ცეკვა ქალაქში“, ხოლო მესამე ადგილი პაბლო პიკასოს “საყვარლებს“ ერგო.
გუსტავ კლიმტის ცნობილი “კოცნა“ 1907-08 წლებში შეიქმნა და მხატვრის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა. ტილო ვენის გალერეაში ინახება.
უნდა ითქვას, რომ გუსტავ კლიმტი ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მხატვარია მსოფლიოში და 2018 წელს, ყველაზე ძვირად სწორედ ამ მხატვრის რეპროდუქციები იყიდებოდა სხვა მხატვართა შემოქმედებას შორის.