თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
ექიმების განცხადებით, სამივე მათგანი ფეხის არეშია დაჭრილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
წყარო: იმედინიუსი