„ჩვენს ბრძოლას ნუ შევხედავთ, როგორც სირბილს მოკლე დისტანციაზე. ეს არის საშუალო და გრძელვადიანი დისტანცია, რომელიც მალე იმით დასრულდება, რომ ცუდი სიზმარივით გაგვახსენდება ქურდული „ქართული ოცნების“ მმართველობა“, _ აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის სასამართლოსთან.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია უსამართლობას არავის შეარჩენს.
„ვინც დანაშაულებრივ განკარგულებებს ასრულება, სხვათაშორის, ჩვენს დროსაც, კანონის წინაშე ყველანი ერთიანად აგებენ პასუხს. ჩვენ უსამართლობას, უკანონობასა და კონსტიტუციის შებღალვას ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ“, _ აღნიშნა ვაშაძემ.