„წინა რეჟიმის პირობებში, ადამიანებს პოლიციელებთან დაპირისპირება არ შერჩენით. ამის მაგალითად რომელი ერთი შემთხვევა გავიხსენო?! დღეს ოპოზიციას არანაირი რესურსი არა აქვს იმისთვის, რომ გადატრიალებაზე ისაუბროს და ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები განახორციელოს“, _ განაცხადა პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
არეშიძის თქმით, ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც აქციაზე ექსესი შექმნა, სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს.
„ყველა ის ადამიანი, რომელმაც აქციაზე ექსესი შექმნა, დაკავებული უნდა იყოს, ბუნებრივია, პოლიციელებს არ ვგულისხმობ, რადგან ისინი ხელმძღვანელის ბრძანებას ასრულებდნენ. ოპოზიციამ გარკვეულ საკითხებზე პასუხის მისაღებად უფროსებს უნდა მიაკითხონ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ არეშიძემ.