უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატურებს “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა “ფეისბუქით” ეხმაურება:
“ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება. აღარც ბიძინა იქნება, აღარც მიშა, არც გრიშა და არც გიგი. ეს მონსტრები კი შთამომავლობას გააწამებენ. ამისთვის ითხოვა ივანიშვილმა ერთი წელი?! “ოცნება”, ძველი გვარდია, გაიღვიძეთ დეპოში ხართ“, _ წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქარათველოს პარლამენტს წარუდგენს.