პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება.
პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა.
„საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში“ ამბობენ, რომ რეფორმა სამომავლოდ ჰაერის დაბინძურების პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი, იურიდიულისთვის კი 200 ლარი იქნება. საქართველოს მასშტაბით, ინსპექტირების 89 ხაზია, მათ შორის 29 თბილისში. დეტალური ინფორმაციისთვის ცხელი ხაზი მუშაობს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.