დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს და ის 12:00 საათზე დაიწყება.
სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის. სასულიერო პირები, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ამ საკითხზე სინოდის წევრთა პოზიცია ცნობილი არ არის.
სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 21 ივნისს გამართა.