ტვინის სიმსივნით უფრო ხშირად და სწრაფად კაცები იღუპებიან, ვიდრე ქალები. აღნიშნულ ინფორმაციას RT ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, სხვადასხვა სქესში სიმსივნე განსხვავებულად ვითარდება.
კვლევის ავტორები ტვინის სიმსივნესთან ბრძოლის პერსონალური მეთოდების დანერგვის შესახებ საუბრობენ, რაც ექიმებს დაეხმარებათ დაავადებას უფრო მეტად ეფექტური სტრატეგიით ებრძოლონ.