„შობის ღამეს საქართველოს დედაქალაქში და დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, თოვლი კი მოსალოდნელია, ძირითადად, შიდა ქართლში და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში“, _ აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს პროგნოზს _ “4 იანვარს დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. დღის ბოლოდან და 5 ინვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი.
6 იანვარს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 4-6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში 5 იანვარს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 4 და 6 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“.