„პატრიოტთა ალიანსს“ საგაზაფხულო სესიაზე დავტოვებ. სესია 7 თებერვალს გაიხსნება და განცხადებას გავაკეთებ. მიზეზი არაფერი, დროებით ვიყავი შესული და ეს დრო გავიდა. რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ და ვთქვი, რომ საგაზაფხულო სესიაზე დავტოვებდი „პატრიოტებს“. ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა პირობები და ამიტომ სხვებსაც ვაიძულებ, ჩემთან მიმართებაში პირობები დაიცვან.
არის საკითხები, სადაც ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე შევედი გარკვეულად უმრავლესობაში, რადგან მიმაჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა სიღარიბე იყო და „ქართული ოცნება“ დეკლარირებას აკეთებდა, რომ ის იყო სოციალურად ორიენტირებული პარტია, სინამდვილეში, მივიღეთ ულტრალიბერალური პარტია. საერთოდ რაზეა ორიენტირებული, ღირებულებების გარეშე მივიღეთ”, _ განაცხადა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის თქმით, ის პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობს.
„დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ბრძოლა და მე ამ პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ. ვისთან ერთად, ცოტა ხანში მოგახსენებთ“, – განაცხადა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ.