დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენილ სიას პალამენტში ბევრი მხარდამჭერი არ ეყოლება, _ აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემ. სხვა რამეს ამ ადამიანებს ვერ დავარქმევ, ვინც ამას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც კი აისახება ეს“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.