ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია და არჩევნების წინ, შესაძლოა, იმიგრაციამ ევროკავშირის დანაწევრება გამოიწვიოს. ამის შესახებ Euronews-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის განცხადებით, ევროკავშირში ორი ცივილიზაცია იქნება. დასავლეთში მუსლიმ-ქრისტიანები, ხოლო ცენტრალურ ევროპაში ტრადიციული ევროპელ-ქრისტიანები იქნებიან.
„უნგრელების 52% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დიდი გამოწვევა იმიგრაციაა. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ მომავალში ვისთან ერთად გვინდა ცხოვრება. უნგრელების უმეტესობას არალიბერალური შეხედულებები აქვთ, ლიბერალები კი ევროპაში თავისუფლების მტრები არიან“, _განაცხადა ორბანმა.