ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში სასწავლო-საააღმზრდელო პროცესის განახლება 21 იანვარს იგეგმება.
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, ნატა კობალავას ინფორმაციით, სააღმზდელო პროცესის დაწყება 15 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა, გრიპის ვირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან და გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, პროცესი გადაიდო.
„ლანჩხუთში საბავშვო ბაღები 25 დეკემბერს მოიხსნა და ვფიქრობდით, რომ სააღმზრდელო წელი 15 იანვრიდან გაგვეახლებინა, მაგრამ გაცემული რეკომენდაციებისა და სიფრთხილის გამო, ეს პროცესი ერთი კვირით გადავდეთ. სააღმზრდელო წელის განახლებას 21 იანვრიდან ვგეგმავთ, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ამ თარიღმაც გადაიწიოს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ლანჩხუთში რაიმე სახის გამწვევებები არ ფიქსირდება გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რაიმე ფორმის გართულებები დარჩა, არაა გამორიცხული 21 იანვარიც შეიცვალოს“, _ ამბობს სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი.