ხვალიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება, _ ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა განაცხადა.
ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.
ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა.
ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში.