“ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი”, _ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.
მისი თქმით, 1997 წლიდან ამ მონასტრის მრევლია და იცის, როგორი “დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია” მამა კონსტანტინე:
“რამდენი ხანია ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა… უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია კანონი ირღვევა, გარე ვაჭრობა აკრძალულია.
უნებართვოდ ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება…
მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით.
რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება _ ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა“, _ წერს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა ტაძარი პროტესტის ნიშნად ჩაკეტა. მამა კონტანტინე მონასტრის ტეროტირიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას ითხოვს. საპატრიარქოს ცნობით, მონასტერი მამაომ მატთან შეუთანხმებლად დაკეტა.