დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა, რომლის ფოტომაც სოციალური ქსელი შეძრა, ცოცხალია, თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმეა. სამწუხაროდ, იმედის კლინიკაში გარდაიცვალა მისი 4 წლის ძმა.
აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორისაა ბავშვების დედაც.
ასევე რთულია მისი ძმის მდგომარეობაც. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, სადაც დაშავებული და-ძმა, ფირალიშვილები არიან მოთავსებული. ხოლო ბავშვების ძმა ცოტა ხნის წინ “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა.
აფეთქება სწორედ ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვების დედაც არის. ოჯახში იმყოფებოდა ქალის დაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
ფოტზე, რომელსაც ინტერპრესნიუსი აბრცელებს და რომელმაც ფეისბუქი მოიცვა, ბავშვების მამა ფრიდონ ფირალიშვილია აღბეჭდილი. როგორც თავად მამა აცხადებს, მან შვილები საკუთარი ხელით გამოიყვანა.