დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა. პოსტს ავრცელებს ჟურნლისტი ბაკურ სვანიძე.
“არ შეიძლება ნებისმიერი ტრაგედია ქვეყნის, ერის, ხალხის სალანძღავად და საგინებლად გამოიყენოთ! არ შეიძლება! არ შეიძლება! არ შეიძლება! არა! ყველაზე სამარცხვინო, რაც გვჭირს სწორედ ეგაა! – თვითგვემის იდიოტური მოდაა ქვეყანაში! ამერიკაში ქუჩაში დაყრილ უსახლკარო მათხოვრებს ამერიკის დროშები აქვთ შემოხვეული და ისე სძინავთ! ჩვენ კი ოდნავ რამე პრობლემას შევნიშნავთ თუ არა, იმ წამს ერს, ხალხს, სამშობლოს თავზე ვა***თ! ტეხავს! ძალიან ტეხავს! მორჩით პოზიორობას! პრობლემები მისახედია! და ერი აქ არაფერ შუაშია!” – წერს სვანიძე.