“ჯერ გარკვევის პროცესში ვართ. მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანი გამოიკითხა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე არიან დაბარებულები მშენებლები, რომლებმაც კორპუსი ააშენეს. მე ვიცავ მათ უფლებებს. ასევე, ვიცავ გრიგოლ ჭანტურიას ინტერესებს”, _ ეს განცხადება სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. კობაიძის თქმით, „ყაზტრანსგაზის” პასუხისმგებლობა იკვეთება.
“დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი გადატეხოს ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან მშენებლები. როგორც ჩანს, არ აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას. დღესდღეობით 90 პროცენტი საქართველოში, მით უმეტეს თბილისში, არ არის ექსპლუატაციაში შესული. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა „ყაზტრანსგაზს“. ჩემი აზრით, ამ კომპანიის პასუხისმგებლობა იკვეთება“, – განაცხადა ადვოკატმა.