გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პროტეჟე, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანების(CDU) ლიდერი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„თქვენი დიდი ერის გარეშე ეს კონტინენტი არ იქნება ის, რაც არის. მეორე მოსფლიო ომის საშინელების შემდეგ ბრიტანეთმა არ დაგვთმო. ის მიესალმება გერმანიას, როგორც სუვერენულ ერს და ევროპის ძალას.
ჩვენ მოგვენატრება ლეგენდარული შავი იუმორი და სამუშაო საათების შემდეგ ლუდის დასალევად პაბში წასვლა. მოგვენატრება ჩაი რძით და პანტო შობაზე.
უფრო მეტიც, ჩვენ მოგვენატრება ბრიტანელი ხალხი, ჩვენი მეგობრები“,_განაცხადა მან.