დონბასში საომარი ქმედებების შედეგად 2014-2018 წლებში 13 000 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN გაეროს მონიტორინგის მიხედვით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საომარ ქმედებებს 3 300 მოქალაქე, 4 000 უკრაინელი სამხედრო და 5 500 რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ემსხვერპლა.
გარდა ამისა, კონფლიქტის შედეგად 30 000-მდე ადამიანი დაიჭრა ან დაშავდა.