ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საკითხებს განხილავას შეეხებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის წევრს პაატა ადამიას შეფუთული ყუთი გადასცა. ადამიამ ყუთი სხდომაზევე გახსნა.
როგორც აღმოჩნდა, ყუთში სამი ცოცხი იდო.
ფაცაციას თქმით, ენმ-ის წევრებისთვის ცოცხების ჩუქების იდეა “აქტიურმა მოქალაქეებმა” მიაწოდეს, ვინც საკრებულოს სხდომების მიმდინარეობას თვალს ადევნებს.
მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცოცხი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სიმბოლურად, “ისტორიის გასახსენებლად” აჩუქა.