თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე- დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც რუსტავი 2 იუწყება, დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა.
სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს
სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.