ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლილოს ბაზრობასთან. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.