“ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემადგენელი, მაწუხებს ძალიან”, _ წერს სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე და ბოლო დროს გავრცელებულ ე.წ. ფეიკნიუსებს ეხმაურება:
“გრიპი გადაივლის დათბობასთან ერთად, მომავალ ზამთრამდე ყველა დაივიწყებს.
წითელასაც ეშველება, კარგად მიდის აცრები, მაგრამ, ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემადგენელი, მაწუხებს ძალიან.
ბანაობას კრძალავენო, ვაქცინებით კლავენო, ლაბორატორიაში ანალიზებს კი არ აკეთებენ, ვირუსებს უშვებენო? რა გვეშველება?”, _ წერს იმნაძე.