BBC-ის ინფორმაციით, ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო სამოქალაქო ომის საფრთხის შესახებ საუბრობს.
„ჩვენ ვთხოვთ ყველას რომ არ ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში. მზაად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.
მისივე თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონფლიქტში ჩაერევა ვიეტნამის ომის გამეორების რისკი გაიზრდება.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელას პრეზიდენტად გამოაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მიიღო.
„გაჩერდი ტრამპო! შეცდომას უშვებთ, როდესაც აპირებთ ხელები სისხლით შეიღებოთ და პრეზიდენტის პოსტი სისხლში ამოსვრილმა დატოვოთ“,_თქვა მადურომ.
მისივე თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა არ შეიძლება ეფუძნებოდეს ულტიმატუმებს. ის იყო იმპერიების და კოლონიების ეპოქაში და არ აპირებს ვინმეს ულტიმატუმი მიიღოს.