თბილისში, პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ ერთ-ერთს კარავში ცეცხლი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა გამათბობელმა გამოიწვია.
ხანძრის დროს კარავში ერთ-ერთ მომიტინგეს ეძინა.
მომიტინგეების თქმით, ცეცხლიპარლამენტთან მობილიზებულმა პოლიციამ შენიშნა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის წინ შვიმკვდარი მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მომხრეებთან ერთად გამოძიების სამართლიანობას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.