„სიკვდილი ამერიკა“_ აღნიშნულ შეძახილს ირანი არ შეწყვეტს, ვიდრე ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები მტრულ პოლიტიკას აგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადების მიხედვით ავრცელებს.
მისი თქმით, აღნიშნული დევიზი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გულისხმობს და ამერიკელი ერის მიმართ არ არის მიმართული.
ცნობისთვის, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამამ მსოფლიო ქვეყნების კრიტიკა დაიმსახურა, რის გამოც, ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაწყვიტა ბირთვული შეთანხმება, შემდეგ კი სანქციები დაუწესეს, რამაც მის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია.