https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მესაკუთრეებს ხელისუფლებამ და დეპარტამენტმა “ავტობანის” მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო ბუკლეტი თავზე დაახია”

8:02; 11.02.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ.

საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც “ფოთი-გრიგოლეთის” 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, “გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია.

“გურია ნიუსს” საკუთარი პრეტენზიების დასაფიქსირებლად სწორედ მიწის ის 32 მესაკუთრე დაუკავშირდა, რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში. ამ მონაკვეთის სახელწოდებაა “ნაოჩვანი”, ტერიტორია _ გრიგოლეთი.

“მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით”, _ ამბობენ მიწის მესაკუთრეები და გზების დეპარტამენტს მათ მიმართ მოძალადეობრივ ქმედებებში ადანაშაულებენ.

“ჩვენ მოვიპოვეთ ამ პროექტთან დაკავშირებული “საჯარო ინფორმაციის ბუკლეტი”, რომლის მიხედვითაც, მიწების გამოსყიდვა მესაკუთრეებისგან, კომპენსაციების განსაზღვრა და შეთავაზება და სხვა პროცედურები უნდა შესრულებულიყო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით.

ბუკლეტში, ასევე, აღნიშნულია განსხვავებები საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას შორის და ეს სტანდარტები შეჯერებულია, რადგანაც საერთაშორისო სტანდარტებით მიდგომები კერძო მესაკუთრეებთან ბევრად უფრო ჰუმანურია, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. “ნაოჩვანი”), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის დავალებით მისმა ადგილობრივმა წარმომადგენელმა ს. ჩხაიძემ დაგვიბარა ლანჩხუთში, მერიის შენობაში და კომპიუტერში გვაჩვენა გზების დეპარტამენტის საიტზე დადებული ცხრილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ნაკვეთების მიწის ღირებულება განსაზღვრული იყო ერთ კვადრატულ მეტრზე _ 5 ლარი და 40 თეთრი. ხოლო მოსავლის ერთჯერადი კომპენსაცია ერთ კვადრატულ მეტრში _ 0,80 ლარი. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყო. აქ მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ღირებულება იწყება 30 ამერიკული დოლარიდან.

დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის გახორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით.

ჩვენმა დაბეჩავებულმა მოსახლეობამ კარგად იცის, რომ “ძალა აღმართს ხნავს” ძლიერთა სასარგებლოდ და გვაქვს ამის მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველ ეტაპზე არ დავემორჩილეთ ჩვენს მოწინააღმდეგე, მოძალადე მხარეს და ბუკლეტში მითითებული უფლების გამოყენებით მივმართეთ წერილობითი პრეტენზიით ადგილობრივ ხელისუფლებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე სარიშვილს, იმჟამინდელ გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს, პარლამენტის წევრებს _ ქალბატონ ნინო წილოსანს და ბატონ ი. ხახუბიას (განცხადება #2367 12/03/2018). ამ განცხადებაში დეტალურად იყო აღწერილი საქმის ვითარება, ჩვენი მდგომარეობა და პროტესტი. ამასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისა და გამოსავლის პოვნის მიზნით, მოვითხოვდით შეხვედრას ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა იმუქრებოდა (განცხადებაში) საპროტესტო აქციით, რითაც ხელს შეუშლიდა მათ ნაკვეთებში მშენებლობის წარმოებას.

საპასუხოდ, შეხვედრაზე არავინ ჩამობრძანდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი განცხადება-საჩივარი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ, რადგან გზების დეპარტამენტის მხრიდან ჩვენი პრეტენზიის პასუხად მივიღეთ წერილი _ ეს გახლდათ, ფაქტობრივად, გაფრთხილება მუქარის სახით (2018 წელი 30 მარტი, #2-12/3680). ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მოგვცეს ხუთი კალენდარული დღე. ტექსტი მთავრდება ასე: “გაცნობებთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს გზების დეპარტამენტი იმოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს დადგენილი წესით მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს “ექსპროპრიაციის” უფლების მოპოვების მიზნით”. წერილს ხელს აწერს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალ. თევდორაძე.

ამ წერილმა და ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ “ხელშეკრულებას” ხელი მოაწერა.

ხელშეკრულებების გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის 5 აპრილის  მორიგი წერილიც დეპარტამენტიდან, რაც წარმოადგენდა საბოლოოდ “უარის თქმას” მათი მხრიდან შემოთავაზებული თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით.

ასე რომ, მესაკუთრეებს ხელისუფლებამ და დეპარტამენტმა “ავტობანის” მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო ბუკლეტი “თავზე დაახია”.

ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. “ლოტში”, რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. მაგალითად, ჩემს მოსაზღვრე ნაკვეთში, მდინარის გაღმა მხარეს, არაპრესტიჟულ ადგილზე 1კვ.მეტრში 23,50 ლარი, ხოლო ერთჯერადი კომპენსაცია 1კვ.მ. _ 16.90 ლარი. მაშინ, როდესაც ჩვენს ნაკვეთში კომპენსაცია სიმინდსა და ლობიოზე განისაზღვრა 1კვ.მ-ზე _ 80 თეთრი. შემდეგ მომდევნო ნაკვეთებში კი უფრო და უფრო მაღალი ანაზღაურებები. კულმინაციას აღწევს 1 კვ.მ.-ში 60 ლარი, ხოლო ერთჯერადი კომპენსაცია 1კვ.მ.-ში _ 54,60 ლარი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ერთი და იმავე კატეგორიის მიწებია _ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და განლაგებულია ერთ მცირე, რამდენიმეკილომეტრიან ზოლში.

დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ რეკვიზიტები და შევძელით საჯარო რეესტრიდან ამოგვეღო ინფორმაციები ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ამ დოკუმენტით და ხელახალი განცხადებით კვლავ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, უკვე შემდგომ გუბერნატორს  ზურაბ ნასარაიას, ასევე, ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნულ მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს (2018 წელი, 30/VII) იმ იმედით, რომ გზების დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი მოხსნილები იყვნენ თანამდებობებიდან და დაკითხვაზე დადიოდნენ მთავარ პროკურატურაში (ტელევიზიის ინფორმაციით), ასევე, გუბერნატორიც და მინისტრიც ახლები იყვნენ. ვითხოვდით, ასევე, შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რასაც ვერ მივაღწიეთ.

ამ ხელახალი განცხადების პასუხად, სამინისტროდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია (ამის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს), ხოლო, რაც შეეხება გუბერნატორს, მისი ადმინისტრაციიდან მივიღეთ შეტყობინება _ წერილის შინაარსის მიხედვით, გუბერნატორი სერიოზულად იყო დაინტერესებული ამ საქმის ვითარებით, რასთან დაკავშირებითაც საქმე აყვანილია განსაკუთრებულ კონტროლზე და დაწყებულია ჩვენს პირველ განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა, თუ რა ღონისძიებები გატარდა ხელისუფლების მხრიდან (წერილი ¹759 — 06/09.2018 წელი).

გუბერნატორის წერილის მკაცრი და სერიოზული ტონი საიმედოდ გვეჩვენა, მაგრამ იმავე ადმინისტრაციიდან 20 დღის შემდეგ მივიღეთ ცინიკური შინაარსის პასუხი: “იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ გარიგების დადებისას დარღვეული იქნა თქვენი კანონიერი უფლებები, ადგილი ჰქონდა ძალადობას, ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში, იძულებას და ა. შ., უნდა მიმართოთ სათანადო ორგანოებს” (წერილი ¹852 – 2409. 2018 წელი). წერილს ხელს აწერს თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის უფროსი რევაზ ჯანელიძე.

ახალი ხელისუფლების პოზიციაც გასაგები გახდა, მაგრამ ამ პასუხის მოსამზადებლად 20 დღე რატომ დაჭირდათ, ეს საკითხავია.

ამ ცინიკური და გულცივი დამოკიდებულების შემდეგ, უსამართლობის განცდით დათრგუნულმა მოსახლეობის დარჩენილმა ნაწილმაც დაიწყო ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა, მაგრამ პროტესტის გრძნობა ძლიერდებოდა და შეურაცხყოფილი ადამიანები ელოდებიან საჭირო და ხელსაყრელ დროს, როცა ხელისუფლებას კვლავ დასჭირდება მათი მხარდაჭერა, მათი ხმები, მათი არსებობა.

ამ დაგროვილმა წყენამ და პროტესტის გრძნობამ თავი იჩინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ _ უფლებააყრილმა და დაზარალებულმა მესაკუთრეებმა, მათმა ოჯახებმა გადაწყვიტეს მათი მიწების გასწვრივ (რომელიც იძულებით დაათმობინეს მიზერულ ფასად) მოეწყოთ საპროტესტო აქცია სატრანსპორტო მაგისტრალის გადაკეტვით. ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ განუცხადეს (რაც ადგილობრივ პრესაშიც დაფიქსირდა) წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით სოფელ სუფსაში ჩამოსულ პარლამენტარს, ქალბატონ ნინო წილოსანს. ეს იყო ხმაურიანი შეხვედრა სოფლის ცენტრში. ნინო წილოსანის განცხადებით, მას ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა და შეგვპირდა, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვერდით იქნებოდა ბოლომდე და მესაკუთრეებს სთხოვა, გამოეჩინათ მის მიმართ თანადგომა და ხელი არ შეეშალათ საარჩევნო პროცესისთვის, რაზეც თანხმობა მიიღო. მან მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა, რაც მივაწოდეთ.

მოსახლეობის საპროტესტო ტალღამ ისევ იჩინა თავი არჩევნების მეორე ტურის წინ, რადგანაც კვლავ მოტყუებულად თვლიდნენ თავს. დეპუტატმა შეისწავლა ჩვენ მიერ მიწოდებული მასალები, მოამზადა წერილი და გაუგზავნა საქართველოს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას (30/11. 2018 წელი, ¹11673/3-112), რომელშიც ითხოვდა დასაბუთებულ პასუხებს კითხვებზე, თუ რა კრიტერიუმებით და რა სამართლებრივი რეგულაციით განისაზღვრა ფასთა ასეთი სხვაობები ერთ სამშენებლო მონაკვეთში განთავსებულ ერთი და იმავე ფუნქციის (სასოფლო-სამეურნეო) მიწებზე. ასევე, ითხოვდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხები გადაუხადეს ამავე მონაკვეთში განთავსებული მიწების მესაკუთრეს, თურქეთის მოქალაქე ქემალ ალთენს, რომელმაც ორი მიწის ნაკვეთი 2010 წელს იყიდა ქართველი მესაკუთრისგან და მასში 1კვ.მ.-ში გადაუხადა 10 ამერიკული დოლარი, საბაზრო ღირებულება. მას შემდეგ რა გაიაფდა ამ ქვეყანაში, მიწა რომ გაიაფებულიყო?

დეპუტატს დეპარტამენტისგან, როგორც წესი, პასუხი უნდა მიეღო 10 სამუშაო დღის ფარგლებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე გაუჭირდათ არგუმენტირებული პასუხის გაცემა, რომ პასუხი (არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ) გამოაგზავნეს თვენახევრის შემდეგ, ანუ 2019 წლის 15 იანვარს (¹2-12/279), წერილზე ხელს აწერს ბატონი ალ. თევდორაძე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამოგზავნილი პასუხი და ასევე, დანართი, რომელიც წარმოადგენს ე. წ. დოკუმენტს, რომელსაც ეწოდება დასკვნა პროექტში მოხვედრილი შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების შესახებ (რაც არ მოგვითხოვია). ეს დასკვნა და წერილიც, სამართლებრივი შეფასებით, წარმოადგენს საკმარისზე მეტ საფუძველს იმისთვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიმართ რამდენიმე მუხლით და ასევე, მათ მიერ დაქირავებული აუდიტორიის მიმართ.

დეპარტამენტი ვერ იძლევა დასაბუთებულ პასუხს დეპუტატის მიერ დასმულ კითხვაზე: თუ რა კრიტერიუმებითა და რა სამართლებრივი რეგულაციით განისაზღვრა ეს შეუსაბამო და მკვეთრად განსხვავებული ფასები ერთ ლოტში მდებარე ერთი და იმავე კატეგორიის ნაკვეთებზე.

ასევე, გაუგებარია “დასკვნაში” დაფიქსირებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მონაკვეთში მოხდა მიწების დაყოფა ტიპებად, კერძოდ, 7 ტიპად, რიგის მიხედვით. გაუგებარია, რას გულისხმობს ტერმინი _ “ტიპი”. თუ ის ჩაენაცვლა ტერმინ “კატეგორიას”, ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთში ყველა მიწა ერთი და იმავე კატეგორიისაა.

თუ “ტიპები” განისაზღვრა იმის მიხედვით, მასზე რა სახის სამუშაოები უნდა აწარმოოს ავტობანის მშენებლობის პროექტმა, ეს მიწების ფასებს რატომ უნდა შეხებოდა?! მიწის მესაკუთრისთვის, რომელიც არანებაყოფლობით გადასცემს მის საკუთრებას სახელმწიფოს, რა მნიშვნელობა აქვს, მის უკვე ყოფილ საკუთრებას სახელმწიფო რა დანიშნულებით გამოიყენებს? ან, ამ რეგულაციით რატომ განისაზღვრა, ასევე, ასეთი არანორმალური სხვაობებით ამ მიწებზე ერთჯერადი კომპენსაციები ერთწლიანი მოსავლის სანაცვლოდ? არის კიდევ მრავალი კითხვა, რომლის პასუხების მოძებნაც დეპარტამენტის პასუხისმგებელ პირებს მოუწევთ სასამართლოს წინაშე.

გზების დეპარტამენტი ცდილობს, პასუხისმგებლობა ამ დასკვნასთან დაკავშირებით გადაულოცოს მათ მიერ დაქირავებულ აუდიტორს, ვინმე მინდია ტაბაღუას, რომლის “ანალიზიც” (ამავე დასკვნის მიხედვით) ემყარება გარკვეულ დაშვებებს და არის მხოლოდ შემფასებლის პირად მოსაზრებებზე აგებული.

ასევე, თურმე “შემფასებელს” არ ევალებოდა და არც მოუხდენია მიწის ნაკვეთების გეოლოგიური გამოკვლევა. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ არ არის გამოკვლეული, არის თუ არა მიწების ქვეშ რაიმე სახის წიაღისეული მარაგი და თუ არის, მაშინ მის პირველ მესაკუთრეს, რომელსაც იძულებით დაათმობინეს საკუთრება, რა სარგებელი ექნება წიაღისეულ-მადნის აღმოჩენის შემთხვევაში?

დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტორის შეფასებითი საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს ზუსტ მეცნიერებად და მისი ყველა დასკვნა არის სუბიექტური…

მისი შეფასება არ გულისხმობს იმას, რომ მის მიერ განსაზღვრული ფასები სტანდარტული იყოს და ბაზარზე არ არსებობდეს უფრო მაღალი და ხელსაყრელი შემოთავაზებები.

დეპარტამენტი ვერ იძლევა განმარტებას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა კრიტერიუმით განისაზღვრა მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროსთან, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ განლაგებული ნაკვეთების ღირებულება 1კვ.მ. _ 5ლ 40 თეთრი, ხოლო მდინარის მარცხენა მხარეს ნაკვეთებში, არაპრესტიჟულ ტერიტორიაზე 5-ჯერ მეტი ფასი და შემდეგ განთავსებულ ნაკვეთებში 10-ჯერ და 12-ჯერ მეტი. ოზურგეთის საზღვრებში მოქცეული ნაკვეთების მესაკუთრეებს ერთჯერად კომპენსაციაში გადაუხადეს 1 კვ.მ-ში კომპენსაცია _ 24,60 ლარი, 29,60 ლარი, 34,60 ლარი, 54,60 ლარი, ანუ 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს შემთხვევაში საკუთრივ მიწის ღირებულებაა. ეს რას ნიშნავს _ ჩვენს ყანებში “შავი ჭირი” იყო და ოზურგეთის ყანებში ოქროს ვაშლები ცვიოდა? ეს ნამდვილად საგანგაშო ფაქტია!

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქე ქემალ ალთუნის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ბატონი ალ. თევდორაძე განმარტავს, რომ ამ პიროვნებასთან დღემდე ვერ ხერხდება მოლაპარაკება და შეთანხმება ფასებთან დაკავშირებით და უკვე დაწყებული აქვთ პროცედურები “ექსპროპრიაციის” უფლების მისაღებად. ეს ის ბატონი თევდორაძე გახლავთ, რომელმაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის 30 მარტს მოგვცა ხუთი დღის ვადა გადაწყვეტილების მისაღებად ე. წ. “ექსპროპრიაციის” მუქარით და სოფლის მოსახლეობისთვის იმავე წერილში არ განუმარტავს, თუ რას ნიშნავდა ეს ტერმინი და ასეთ შემთხვევაში რა უფლებები რჩებოდათ მესაკუთრეებს.

როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება, რადგან, სავარაუდოდ, აქ საქმე გვაქვს ფინანსურ მაქინაციასთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ნაკვეთებზე გაცილებით დიდი თანხები არის გამოწერილი და ეს თანხები მითვისებული აქვთ მათ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ამაზე. ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ ამ პროექტის სპონსორს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, მისი უზარმაზარი ინვესტიციით არ უნდა გაჭირვებოდა პროექტში მოხვედრილ მცირერიცხოვან მესაკუთრეთათვის თანხების ნორმალურად და ღირსეულად გადახდა. 2018 წლის სექტემბერში ბანკის ადმინისტრაციამ ჩვენთან გამოგზავნა ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მის მიერ დაქირავებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც გაოგნებულები დარჩნენ რეალობის გაცნობით და ჩვენი ხელმოწერილი ინფორმაციები წაიღეს ბანკში.

დღეისთვის ჩვენი პოზიცია ასეთია: ჩვენი პროტესტი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგანაც არაფერი შეცვლილა და ჩვენ მიმართ ხელისუფლებას არავითარი თანადგომა არ გამოუხატავს. “კანონიერმა ყაჩაღებმა”, როგორც იტყვიან, “აგვახიეს” საუკეთესო მიწის ნაკვეთები და მითვისებული აქვთ კუთვნილი თანხებიც. ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და ჩვენ მიმართ სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ამას შეგვპირდა მისი ლიდერი არჩევნების მეორე ტურის წინ და ჩვენც გავუწიეთ ანგარიში.

ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტის წევრი, ქალბატონი ნინო წილოსანი, რომელიც ჩვენი წარმომადგენელია, არ გატეხს არჩევნების წინ მოცემულ სიტყვას და ამ უსამართლობასთან ბრძოლაში ჩვენ გვერდით იქნება ბოლომდე, ვიდრე სამართალი არ იზეიმებს ერთხელ მაინც ქვეყანაში.

თუ ჩვენი კანონიერი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებით, მაშინ ჩვენს ნაკვეთებში ავტობანის მშენებლობის უფლებას არავის მივცემთ” (წერილს ახლავს 32 ხელმოწერა).

მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებზე კომენტარისთვის “გურია ნიუსი” საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. პრესსამსახურის თქმით, აღნიშნულ მიწის მესაკუთრეებმა საკუთარი პრეტენზიების დასაფიქსირებლად წერილობით უნდა მიმართონ განსახლების სამსახურს, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, რისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე პარლამენტარის შუამდგომლობა:

“გზების დეპარტამენტი დაინტერესებულია, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარის ინტერესები”, _ დასძინეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ლანჩხუთის ადგილობრივი ხელმძღვანელობის პოზიციას სუფსის მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, როგორც მერიაში გვითხრეს, საკითხის დარეგულირება ცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, თუმცა, მზად არიან შუამდგომლობა გაწიონ გზების დეპარტამენტთან:

“საკითხის დარეგულირება ცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, რათა მოხდეს მათი წარმომადგენლებისა და მოსახლეობის შეხვედრა და პოზიციების შეჯერება”, _ ამბობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6 იანვარი, 2026

’’ევროპული საქართველო’’ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს

შსს-მ გურიაში მომხდარი ცხენების ქურდობის ფაქტი გახსნა _ დაკავებულია ერთი პირი

ყველა სიახლე

ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო