ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა კინოს თემაზე მწერალმა ინტერნეტ საიტებმა ერთგვარი გამოკითხვა მოაწყეს – დაადგინეს მსოფლიო კინემატოგრაფის საუკეთესო მკვლელების ათეული.
საინტერესოა, რომ ამ საპატიო ჩამონათვალის პირველ სამეულში ორი ქალი მსახიობის მიერ განსახიერებული როლი მოხვდა.
პირველ პოზიციაზე განუმეორებელი ანჯელინა ჯოლის გმირი აღმოჩნდა ბოევიკიდან “განსაკუთრებით საშიში”. მეორე ადგილზეა მსახიობი პოლ ჯამატის კინოგმირი სურათიდან “დახვრიტე ისინი!”. ლიდერთა სამეული კი ისეთმა უწყინარმა მსახიობმა დახურა როგორიცაა ნატალი პორტმანი. მისი მატილდა ფილმიდან “ლეონი”, ამერიკელმა კინოგურმანებმა მესამე პოზიციაზე გაიყვანეს.
საუკეთესო ქილერთა ნუსხაში აგრეთვე მოხვდნენ:
ჯეისონ სტეტჰემი (“ადრენალინი”);
ტომ ჰენქსი (“დაწყევლილი მგზავრობა”);
ალენ დელონი (“სამურაი”);
ჰერი ოლდმენი (“ჯონ ფ. კენედი – გასროლა დალასში”);
ისააკ დე ბანკოლე (“კონტროლის ზღარში”);
პირს ბროსნანი (“მატადორი”);
ჯორჯ კლუნი (“ამერიკელი”).