ახალი კვლევის მიხედვით, სამედიცინო მარიხუანა ხანდაზმულებში ასუსტებს ტკივილს, შფოთვას და ძილის პრობლემებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.
როგორც ნიუ იორკში მდებარე ნევროლოგიური ინსტიტუტში მომუშავე დოქტორი, კვლევის ავტორი, ლასზლო მეჩტლერი აცხადებს, 4 თვის განმავლობაში სამედიცინო მარიხუანას მოხმარებამ ყოველი ათი ადამიანიდან შვიდის მდგომარეობა გააუმჯობესა, ვისაც ქრონიკული დარღვევებით გამოწვეული ისეთი დაავადებები აწუხებდათ, როგორიცაა, პარკისონის დაავადება, გაფანტულ სკლეროზი, ზურგის ტვინის დაზიანება.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ მარიხუანას გამოყენება უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატებზე არიან დამოკიდებულები.
აღნიშნული პრეპარატების მოხმარების შედეგად, ბოლო 8 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 200 000 ადამიანი დაიღუპა.
კვლევის ავტორის თქმით, შტატების უმეტესობაში მარიხუანას სამედიცინო მიზნით მოხმარება ლეგალიზებულია, რის გამოც, ის პაციენტებში პოპულარობით სარგებლობს.
შტატებში 98 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს სამედიცინო მარიხუანას, რომელთა ასაკი 50-იდან 70 წლამდეა.
როგორ ცნობილია, კვლევა 75 წელს გადაცილებულ ადამიანებზე ჩატარდა, რომლებიც 81 წელს მიღწეულები არიან.