“თი ბი სი” ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან არჩევნების წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან წერილი მიიღო, რომელიც მუქარას შეიცავდა.
ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:
“არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე.
ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა არ შევასრულეთ”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.