რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, როგორც ირკვევა, მიმდინარე წლისთვის მილიონ 764 163 ლარი ერგო და იგი სამი პროექტის გახორციელებას მოხმარდება.
კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ზემონახსენები თანხიდან 300 598 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება და იგი ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
რეგფონდის მიერ გამოყოფილი თანხიდან, ასევე, გვიმბალაურის, ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მოხდება და საამისოდ 1 307 827 ლარია განკუთვნილი. რაც შეეხება ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციას, ამისთვის ფონდი 155 738 ლარს გაიღებს.
ჯამში კი, სამივე ინფრასტრუქტურული პროექტის გასახორციელებლად, რეგფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, 1 857 015 ლარი გახარჯვაა გათვალისწინებული.