ერთხელ ქართულ თეატრში დაიდგა ვოდევილი „ცელქები“.
ავადმყოფი მსახიობის, შათირიშვილის ნაცვლად სცენაზე სახელდახელოდ ალექსანდრე იმედაშვილი გამოიყვანეს. ცხადია, მთელი ყური და გონება მას მოკარნახისკენ ჰქონდა მიმართული.
სცენაზე ტასო აბაშიძე, როლში შესული, იმედაშვილს ხელს უწვდიდა და თან ჩურჩულით ეუბნებოდა – ახლა ხელზე უნდა მაკოცო, საშა! იმედაშვილმაც ხელი ანგარიშმიუცემლად საკოცნელად წაიღო და თან ისევ მოკარნახისკენ იხედებოდა.
ამ დროს გაისმა საშინელი წივილ – რას შვრები, ბიჭო, ხელი ნუ დამწვი! თურმე იმედაშვილი ტასოს გამოწვდილ ხელს გავარვარებული პაპიროსით დაჰკონებოდა.