საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.
ინფორმაციას და დაკავების ამსახველ ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
დაკავებულებს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ. ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.